28 მაისს, ქვემო ქართლის რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 მაისი 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდაში;

11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში საბირქენდი, ალგეთი, წერეთელი და მიმდებარე სოფელბში, აგრეთვე მარნეულში ნარიმანოვის, მერაბ კოსტავას, ბერიტაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე;

11:15-დან 14:30 საათამდე აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ლემშვენიერა, ნაგები, მზიანეთი, აღთაკლია, თბილწყარო, ჯანდარა და მიმდებარე სოფლებში;

12:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში კრწანისი, კოდა, კუმისი, თელეთი და მიმდებარე სოფლებში.

სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.