რუსეთის დელეგაცია უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის სტამბოლში ჩავიდა

რუსეთის დელეგაცია უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის სტამბოლში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე (თბილისის დროით 11:00) დოლმაბაჰჩეს სასახლეში დაიწყება.

 

შეგახსენებთ, კრემლმა რუსეთის დელეგაციის შემადგენლობის სია გამოაქვეყნა, რომელშიც ვლადიმერ პუტინი არ არის.

 

რუსეთის დელეგაციას ვლადიმერ პუტინის თანაშემწე, ვლადიმერ მედინსკი უხელმძღვანელებს. დელეგაციაში ასევე შედიან: მიხაილ გალიზინი (რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე), იგორ კოსტიუკოვი (რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი) და ალექსანდრ ფომინი (რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე).

 

ასევე, გუშინ CNN-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სტამბოლში ჩასვლას არ გეგმავს.