ხაშურში 16 წელს მიუღწეველ პირთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე კაცი დააკავეს

ხაშურში, 16 წელს მიუღწეველ პირთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე კაცი დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული 60 წლის მამაკაცი მუსიკის მასწავლებელია, რომელიც მოსწავლეებს ხალხურ საკრავებზე დაკვრას ასწავლიდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს.