მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის საეპისკოპოსომ ქვემო ქართლის რწმუნებულის ყოფილ მოადგილეს, გიორგი შინჯიკაშვილს ზიარება აუკრძალა. საეპისკოპოსო სასამართლომ შინჯიკაშვილს ეპარქიის ეპისკოპოსის, გიორგი ჯამდელიანის მკვლელობის მცდელობა დაუდგინა. საეპისკოპოსოს სასამართლოს ოქმი 6 ივნისით თარიღდება.
“ბრალდებულს გ.შ.-ს, გულწრფელ სინანულამდე, აეკრძალოს წმინდა და საღვრთო ზიარების მიღება, ხოლო სინანულის შემთხვევაში დაექვემდებაროს წმინდათა შორის ჩვენი მამის, ბასილი კესარიელის 56-ე კანონის დადგენილებებს და ოცი წელი დაჰყოს უზიარებელმა”, – წერია ოქმში, რომელსაც ხელს თავად გიორგი ჯამდელიანი აწერს.
ასევე ოქმში აღნიშნულია, რომ შინჯიკაშვილის შეწყალების უფლება სხვა სასულიერო პირს არ შეუძლია. თუმცა, ოქმის გასაჩივრება შესაძლებელია სამმართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდში.
შეგახსენებთ ეპისკოპოსმა 8 ივნისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ “ამჟამინდელი მთავრობის წარმომადგენელი” მის მოწამვლას გეგმავდა.
მოგვიანებით ეს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიამაც დაადასტურა, რომელმაც საეპისკოპოსო სასამართლოს ოქმი გამოაქვეყნა და შინჯიკაშვილს ეპისკოპოსის მკვლელობის მცდელობაში ბრალი ოფიციალურად დასდო.
მსურს გავაკეთო საგანგებო განცხადება. მიმდინარეობს ოჯახის წევრებზე ზეწოლა, მუქარა და შანტაჟი ჩემი შეჩერების მიზნით. მიიღებენ საკადრის პასუხს!” წერს სოციალურ ქსელში მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი.