რუსთავში, ქალაქის ისტორიული ნაწილის რესტავრაციის ფარგლებში, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის მესამე ეტაპი მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, რუსთავის ერთ-ერთ ძველ ქუჩაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსებს რესტავრაცია ჩაუტარდება და ავთენტური იერსახე შეუნარჩუნდება.
დღეისათვის, სამუშაოები რუსთაველის N32-ში აქტიურად მიმდინარეობს.
საცხოვრებელ შენობას გამაგრების სამუშაოები უტარდება. გათვალისწინებულია ფასადის სრული რესტავრაცია-რეაბილიტაცია, განახლდება აივნები, მოეწყობა დეკორატიული განათება, ახალი წყალსაწრეტი მილები და ე.წ საცრემლეები, შეიცვლება მოაჯირები და კარ-ფანჯრები.
პროექტის მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ ზურაბ ტაბაღუასთან და სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
ისტორიული ქუჩის რეაბილიტაციის ახალი ეტაპი რუსთაველის N25, N34 და N36 საცხოვრებელი კორპუსების სრულ რესტავრაციასაც ითვალისწინებს.
შენობების რეაბილიტაციისთვის ამ ეტაპზე სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს.
პროექტისთვის 2 394 258 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოები ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდება.
ნინო ლაცაბიძე / Nino Latsabidze