განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე ზვიად ხარაზიშვილს რომან ქარცივაძე ჩაანაცვლებს

ზვიად ხარაზიშვილი (“ხარება”) შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას ტოვებს. შსს-ს ინფორმაციით, ხარაზიშვილს აღნიშნულ თანამდებობაზე რომან ქარცივაძე ჩაანაცვლებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში კიდევ ერთი ცვლილება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს შეეხო – აღნიშნული დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე რომან ქარცივაძე დაინიშნა“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.