გონიოში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ახალგაზრდა დაიღუპა

გონიოში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ახალგაზრდა დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის სამედიცინო ცენტრში  გადაიყვანა.

ცნობილია,რომ  ავტოსაგზაო შემთხვევისას ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შემდეგაც ერთ-ერთი მსუბუქი ავტომობილი სატვირთო ავტომობილსაც დაეჯახა.