დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ის შესაძლო სამხედრო ჩარევასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და „კარი არ დაუხურავს“ ირანელებთან შეხვედრაზე
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დღეს შუადღის მდგომარეობით, მას ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტში აშშ-ის პოტენციურ ჩარევასთან დაკავშირებით და დასძინა, რომ მალე სიტუაციურ ოთახში თავის გუნდს, მაღალი თანამდებობის პირებს შეკრებს ვარიანტების განსახილველად.
„მაქვს იდეები, თუ რა უნდა გავაკეთო, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია – მომწონს საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ერთი წამით ადრე, სანამ დრო მოვა, რადგან ყველაფერი იცვლება. ვგულისხმობ, განსაკუთრებით ომის დროს, ყველაფერი იცვლება ომის დროს, ეს შეიძლება ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავიდეს“, – განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა ისაუბრა თავის პოზიციაზე, აშშ-ის სამხედრო აქტივების პოტენციური გამოყენების იდეაზე ირანის ბირთვულ ობიექტებზე. მისი თქმით, იდეა “პირველივე ღამეს დაიწყო“, რაშიც CNN-ის ცნობით, გულისხმობდა ისრაელის მიერ ირანში ბირთვული ობიექტებისა და ჩინოვნიკების დაბომბვას, რაც გასულ კვირას დაიწყო.
„პირველი ღამე დამანგრეველი იყო….
ცოტა ხანში შეხვედრა მაქვს საომარ ოთახში, სიტუაციურ ოთახში, როგორც ზოგიერთი უწოდებს. ასე რომ, ჩვენ შევხვდებით, ვნახოთ. ჩვენ ამ ყველაფრის შუაგულში ვართ“, – განაცხადა მან.
როდესაც ჰკითხეს, თუ რა მოხდება ირანის რეჟიმის დაცემის შემთხვევაში, ტრამპმა უპასუხა: „მე მაქვს გეგმა ყველაფრისთვის, მაგრამ ვნახოთ, რა მოხდება. გზა მაქვს გასავლელი“ და გაიმეორა, რომ ირანს „უნდა“ დაედო ბირთვული შეთანხმება.
ტრამპმა კვლავ მიანიშნა, რომ ირანს სურს შეხვედრა და „თეთრ სახლში მისვლა“.
აშშ-ის პრეზიდენტმა მოგვიანებით დასძინა, რომ „კარი არ დაუხურავს მათთან შეხვედრისთვის