ისრაელის სამხედრო ძალების ცნობით, ღამით თეირანსა და ირანის სხვა ადგილებში რაკეტების წარმოების ობიექტები და ბირთვული კვლევის ცენტრი დაბომბეს. დარტყმებში 60 თვითმფრინავი მონაწილეობდა. IDF-ის ცნობით, დაბომბეს თავდაცვის ინოვაციებისა და კვლევის ორგანიზაციის (SPND) შტაბ-ბინაც:
“სამიზნეებში შედიოდა სამხედრო სამრეწველო ობიექტები, სადაც რაკეტების კომპონენტები იწარმოება, ასევე რაკეტის ძრავის ნაწილების ჩამოსხმისთვის ნედლეულის წარმოება.
SPND ირანის სამხედრო მანქანისთვის მოწინავე ტექნოლოგიებისა და იარაღის კვლევისა და განვითარების ცენტრს წარმოადგენს. ის 2011 წელს დააარსა მოჰსენ ფახრიზადემ, ირანის ბირთვული იარაღის პროგრამის დამფუძნებელმა“ | წერს Times of Israel.
სამხედროებმა ასევე განაცხადეს კიდევ ერთი უსახელო სამრეწველო ობიექტის დაბომბვის შესახებ, რომელიც, მათი თქმით, „ბირთვული პროგრამისთვის მნიშვნელოვან კომპონენტებს“ აწარმოებდა.
ისრაელის არმიამ სოციალურ მედიაში ფარსის ენაზე გაფრთხილება გაავრცელა, რომ დარტყმას აპირებდა ქალაქ რეშტის მახლობლად მდებარე ინდუსტრიულ პარკზე. მოგვიანებით, IRGC-თან [ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი] დაკავშირებულმა სააგენტომ ამ ტერიტორიაზე აფეთქების შესახებ განაცხადა.