რუსთავში, ქალაქის ისტორიული უბნების რესტავრაციის ფარგლებში, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის მესამე ეტაპი მიმდინარეობს

რუსთავში, ქალაქის ისტორიული უბნების რესტავრაციის ფარგლებში, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის მესამე ეტაპი მიმდინარეობს.
ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ძველ ქუჩაზე არსებული საცხოვრებელი კორპუსების რესტავრაცია, ავთენტური იერსახის შენარჩუნებით ტარდება.
ისტორიული ქუჩის რეაბილიტაციის ახალი ეტაპი, რუსთაველის N25, N34 და N36 საცხოვრებელი კორპუსების სრულ განახლებას ითვალისწინებს. სამუშაოების დაწყებამდე, პროექტი მოსახლეობას ნინო ლაცაბიძემ, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გააცნო.
სამივე კორპუსის გამაგრება- რეაბილიტაციის პროცესი, უახლოეს დღეებში დაიწყება.
სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს რუსთაველის ქუჩაზე არსებულ კიდევ ერთ საცხოვრებელ კორპუსში -რუსთაველის N32-შიც.
პროექტი, ფასადების სრულ რესტავრაცია-რეაბილიტაციას, აივნების განახლებას, დეკორატიული განათების, მოაჯირების და კარ-ფანჯრების მოწყობას ითვალისწინებს.
რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია, ძველი რუსთავის განახლების ფარგლებში ხორციელდება და ქუჩის ძირითადი ნაწილი უკვე რესტავრირებულია.
პროექტისთვის თითქმის 3 მილიონი ლარია გათვალისწინებული და ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.