უსაფრთხოებიდან გამომდინარე, “ჯორჯიან ეარვეისი” თბილისი–თელ-ავივი–თბილისის მიმართულებით ფრენებს აუქმებს

უსაფრთხოებიდან გამომდინარე, “ჯორჯიან ეარვეისი” თბილისი–თელ-ავივი–თბილისის მიმართულებით ფრენებს აუქმებს.

 

“გაცნობებთ, რომ 16 და 17 ივნისს თბილისი–თელ-ავივი–თბილისის მიმართულებით დაგეგმილი რეისები, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, გაუქმებულია.

 

მგზავრებს, ვინც უკვე შეიძინა ბილეთები აღნიშნულ რეისებზე, ვთავაზობთ ბილეთის გადაცვლის ან თანხის დაბრუნების შესაძლებლობას.

 

ბილეთის გადაცვლა ან თანხის დაბრუნება შესაძლებელია ბილეთის შეძენის ადგილას.

“ჯორჯიან ეარვეისი”, თელ-ავივის გარდა, სხვა მიმართულებებით დაგეგმილ რეისებს, შეუფერხებლად, განრიგის მიხედვით ასრულებს”, – აღნიშნულია “ჯორჯიან ეარვეის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.