1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა – რა ღონისძიებებია რუსთავში დაგეგმილი

1 ივნისს მსოფლიო ბავშვთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე 1925 წელს ჟენევაში, ბავშვთა კეთილდღეობისადმი მიძღვნილ კონგრესზე დაფუძნდა.

 

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება.

1 ივნისს, რუსთავის ცენტრალურ პარკში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება

 

პროგრამა:

 

12:00- 16:00 საათი

საბავშვო-გასართობი ღონისძიებები

 

10:00-13:00 საათი

საბავშვო ფესტივალი თევზჭერაში

 

12:00-19:00 საათი

ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა

 

16:00 საათი

ადგილობრივი ვოკალური და ქორეოგრაფიული ჯგუფების კონცერტი