ინდოეთში ვერტმფრენს, რომელსაც მომლოცველები გადაჰყავდა, ჩრდილოეთ ინდოეთის შტატ უტარახანდში ჩამოვარდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 7 ადამიანი დაიღუპა

ინდოეთში ვერტმფრენს, რომელსაც მომლოცველები გადაჰყავდა, ჩრდილოეთ ინდოეთის შტატ უტარახანდში ჩამოვარდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 7 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

 

მედიის ინფორმაციით, ვერტმფრენი აფრენიდან მალევე, ტყიან მასივში ჩამოვარდა. ის ჰიმალაის მთებში, ინდუისტი მომლოცველების ცნობილ ადგილამდე მიფრინავდა.

 

ვერტმფრენი ადგილობრივი დროით დილის 5:30 საათზე ჩამოვარდა.

 

ამ დროისთვის, ხელისუფლება ფართომასშტაბიან სამძებრო-სამაშველო ოპერაციას აწარმოებს. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა სხეულები ხანძრის შედეგად ძლიერად დაიწვა