ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 4 ივნისს 10:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგია შუწყდებათ აბონენტებს სოფლებში სართიჭალა, მუღანლო, თელეთი, ფონიჭალა. 12:00-დან 18:00 საათამდე – აბონენტებს სოფელ გამარჯვებაში. 14:00-დან 18:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში დიდი ლილო, ვაზიანი, მარტყოფი, მუხროვანი, სააკაძე, ვაზიანის დასახლება, ახალსოფელი, მზიანეთი.
11:00-დან 14:00 საათამდე – აბონენტებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში დარბაზი, ქვეში, მუშევანი, ტანძია, წიფორი, ბერთაკარი, საბერეთი და მიმდებარე სოფლებში. 12:00-დან 13:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში მუშევანი, ჯავშანიანი, კიანეთი, აკაურთა. 15:20-დან 17:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში ხატისოფელი, ვანათი, ზემო და ქვემო ბოლნისი, ფოლადაური, სამწვერისი, ხიდისყური, სამტრედო, ნახიდური, კუდრო, ჭაპალა, რაჭისუბანი, ქ. ბოლნისში მაშავერას, ათონის ქუჩებზე.
13:00-დან 17:00 საათამდე – აბონენტებს რუსთავში მე-18, მე-19, მე-13 მიკრორაიონებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.