6 ივნისს,ქვემო ქართლის რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 ივნისს 11:00-დან
13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებს მარნეულის
მუნიციპალიტეტის სოფლებში დამია, ზემო სარალი, კიროვკა, ახლო ლალო,
შულავერი და მიმდებარე სოფლებში;

11:30-დან 18:30 საათამდე აბონენტებს
დმანისის რაიონის სოფლებში კარაბულახი, უსეინქენდი, მამიშლარი,
გოდაგდაღი, ახა და მიმდებარე სოფლებში;

12:00-დან 15:30 საათამდე
აბონენტებს რუსთავში ერთსაათიანი შუალედებით დავით გარეჯის, შარტავას,
მშვიდობის, გაგარინის, ჯავახიშვილის, მე-7, მე-8 მიკრორაიონებში კორპუსების
ნაწილს და მიმდებარე ქუჩებზე არსებული კორპუსების ნაწილს;

12:00-დან
15:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში
საცხენისი, მარტყოფი, სააკაძე, მუხროვანი და მიმდებარე სოფლებში;

12:30-დან 18:20 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში
ახალსოფელი, პატარა თონეთი, მანგლისი, გოხნარი და მიმდებარე სოფლებში;

15:40-დან 18:30 საათამდე აბონენტებს გარდაბმნმის მუნიციპალიტეტის
სოფლებში კრწანისი, მთის ძირი, თელეთი, კუმისის ტბის სანაპირო და
მიმდებარე სოფლებში. სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის
მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.