ინდოეთის ერთ-ერთ ქარხანაში მომხდარ ხანძარს 36 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთის სამხრეთით მდებარე შტატ ტელანგანის Sigachi Industries-ს ქარხანაში გაჩენილი ხანძრის შედეგად სულ მცირე 36 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

 

სააგენტოს ცნობით, ინციდენტის შედეგად დაშავდა კიდევ 36 ადამიანი. ქარხანაში ხანძარს წინ აფეთქება უძღოდა.

 

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, მას შემდეგ, რაც ტერიტორია მთლიანად იქნება გაწმენდილი, ცნობილი გახდება, იყო თუ არა ვინმე ნანგრევებში მოყოლილი.

 

როგორც Reuters-ი იუწყება, ქარხანა იმ სამი საწარმოდან ერთ-ერთია, სადაც კომპანია Sigachi მიკროკრისტალურ ცელულოზას აწარმოებს – ქიმიურ შენაერთს, რომელიც საკვებისა და წამლების წარმოებაში გამოიყენება.