რუსთავი ფრენბურთში ვაჟებს შორის 22 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურს უმასპინძლებს. აღნიშნული ეტაპი სპორტის სასახლეში გაიმართება და მონაწილეობას საქართველოს, საფრანგეთის ლუქსემბურგის და ირლანდიის გუნდები მიიღებენ.
ტურნირის თაობაზე რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტთან, გიორგი ქართველიშვილთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შესარჩევი ტურები, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ფინალზე გადასასვლელად მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს, 11-12-13 ივლისს გაიმართება.