თვალჭრელიძის ქუჩის მცხოვრებლები, რომელთა გამოსახლების პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს, დედაქალაქის მერთან შეხვედრას ითხოვენ.
როგორც მოსახლეობა აღნიშნავს, დედაქალის მერი ვალდებულია, ადგილზე მივიდეს და პროცესს გაეცნოს.
თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის გამოსახლება მიმდინარეობს – ადგილზე მობილიზებულები არიან პოლიციის და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები.
საპატრულო პოლიციის წარმომადგენლების გამოჩენას, მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა, ადგილზე ხმაური რამდენჯერმე იყო. როგორც მაცხოვრებლები აღნიშნავენ, კერძო მესაკუთრის საფუძველზე ხდება გამოსახლება, რომელიც ადგილობროვების თქმით, აცხადებს, რომ შენობა ავარიულია და მისი დაცლა უნდა მოხდეს.