პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

 

პარტიებს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს დღეს ხელი „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ და „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ მოაწერეს.

 

როგორც ბერდია სიჭინავამ აღნიშნა, პარტიები “თვითმმართველობის არჩევნებში საერთო ბრძოლასა და საერთო პრინციპებზე თანხმდებიან”.

 

მისი თქმით, აღნიშნულმა ორმა პარტიამ დანარჩენ ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს პრაგმატული თანამშრომლობის კარგი მაგალითი აჩვენა და ისინი ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიასთან, საზოგადოებრივ მოძრაობასთან, თუ ცალკეულ ინდივიდებთან, მემორანდუმში ასახულ პრინციპებზე დაყრდნობით თანამშრომლობისთვის მზად არიან.