როდის იყენებენ მემოსმარტს ბავშვებში?

ბავშვებისთვის განათლება დიდი რაოდენობით ახალი ინფორმაციის მიღებასა და
დამახსოვრებასთან არის დაკავშირებული. თანამედროვე სასწავლო სისტემა
ხშირად მოიცავს მრავალმხრივ მასალას, რაც მათ მეხსიერების მუდმივ
გამოყენებას ავალდებულებს.

ბავშვების ტვინი სწრაფად ვითარდება, ამ დროს კი მეხსიერების უნარების
გაძლიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ასეთ შემთხვევაში ექიმები
მემოსმარტის კაფსულების გამოყენებას გვირჩევენ.

იგი მეხსიერების, ყურადღების კონცენტრაციის და ინტელექტუალური
შესაძლებლობების დაქვეითების დროს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული
საშუალებაა, რომლის აქტიური ნივთიერებები: ფოსფატიდილქოლინი,
ფოსფატიდილსერინი, L- გლიცინი და ინოზიტოლია.

როდის და როგორ მოქმედებს მემოსმარტი?

ჩვეულებრივ, პრეპარატის მიღება რეკომენდებულია ქვემოთ მოცემული
სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში:
● ინტელექტუალური შესაძლებლობების და მეხსიერების დაქვეითება;
● ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება;
● ფსიქოემოციური სტრესი;
● დეპრესია.

ქრონიკული ცერებრო-ვასკულარული პათოლოგია

● დისცირკულატორული ენცეფალოპატია;
● თავის ტვინის სისხლძართვების ათეროსკლეროზი;
● იშემიური და ჰემორაგიული ინსულტების აღდგენითი პერიოდი;
● თავის და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანება;

თავის და ზურგის ტვინზე ქირურგიული ჩარევის შემდგომი მდგომარეობა

● დამხმარე საშუალება ნეიროლეპტიკების აუტანლობისას;
● პერიფერიული სისხლის მიმოქცევის და მიკროცირკულაციის დარღვევა;

● რეინოს სინდრომი;
● თავბრუსხვევა;
● შუილი ყურებში;
● ჰიპოაკუზია;
● ყვითელი ხალის ასაკობრივი დეგენერაცია;
● დიაბეტური რეტინოპათია.

რაც შეეხება ბავშვებში კაფსულის მოქმდებას, როგორც წესი ის ბავშვის ტვინზე
მრავალმხრივ ზეგავლენას ახდენს, ხელს უწყობს მათ მეხსიერების უნარების
გაძლიერებას. ბავშვის ტვინი ადრეულ ასაკში განსაკუთრებით მოქნილია და
ადვილად ქმნის ახალ ნეირონულ კავშირებს.

მემოსმარტი განკუთვნილია თავის ტვინის როგორც თეთრი, ასევე რუხი
ნივთიერების ტროფიკულ ფუნქციისთვის, პრეპარატი აუმჯობესებს ბავშვის
მეხსიერებას, აზროვნებას და ამავე დროს, ამაღლებს მის ყურადღების
კონცენტრაციას, გუნება – განწყობას, იგი ხელს უწყობს ნერვული ქსოვილების
სტრუქტურასა და მეტაბოლიზმის აღდგენას.

მემოსმარტის მოქმედება ეფუძნება მის აქტიურ ნივთიერებებს:

ფოსფატიდილსერინი – აუმჯობესებს ტვინის კვებას, მეხსიერებას, აზროვნებას
და ნერვული ქსოვილების აღდგენას.

ფოსფატიდილქოლინი – მონაწილეობს აცეტილქოლინის სინთეზში, რომელიც
აუცილებელია ინტელექტუალური შესაძლებლობების და მეხსიერების
გაუმჯობესებისთვის, ასევე იცავს ღვიძლს.

L-გლიცინი – ამცირებს სტრესს, არეგულირებს ნერვული სისტემის
მეტაბოლიზმს და იცავს ტვინს ტოქსინებისგან.

ინოზიტოლი – აუმჯობესებს ნეირომედიატორების (სეროტონინი, დოფამინი)
ფუნქციონირებას, ამცირებს შფოთვას და ხელს უწყობს ნერვული უჯრედების
სტაბილურობას.

კაფსულის გვერდითი მოვლენები — უკუჩვენებები

იშვიათად შეიძლება პაციენტს გამოუვლინდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:

● დიაპეპსიური რეაქცია;
● ალერგიული რეაქცია;
● თავბრუსხვევა.

რაც შეეხება პრეპარატის უკუჩვენებებს, თუ აღგენიშნებათ მომატებული
მგრძნობელობა კაფსულის შემადგენელი კომპონენტების მიმართ, უმჯობესია არ
მიიღოთ იგი.

პრეპარატის მიღება, ასევე აკრძალულია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
მყოფი ქალებისათვის.

ჩვეულებრივ, პრეპარატი ინიშნება ექმის მიერ, პაციენტის ასაკისა და
ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით. ზოგადად, მისი გამოყენება ძალიან
მარტივია: იღებენ 1 კაფსულს ორჯერ ან სამჯერ დღეში.

მეტი აღწერა:

მემოსმარტი – მეხსიერების გასაუმჯობესებელი პრეპარატი. გაეცანით მის
მოქმედების მექანიზმსა და უსაფრთხოების ზომებს ბავშვებსა და
მოზრდილებში.