რუსთავის მერია, კიდევ ერთ სპორტულ-შემეცნებით პროექტს ახორციელებს

რუსთავის მერია, კიდევ ერთ სპორტულ-შემეცნებით პროექტს ახორციელებს.

 

ივლისის ბოლომდე, რუსთავის სპორტის სასახლე, ,,ზაფხულის სპორტულ აკადემიას მასპინძლობს.

 

პროექტში, 7-დან 12 წლის მოზარდები არიან ჩართულები.

 

ზაფხულის სპორტული აკადემია, სპორტის სხვადასხვა სახეობებით მოზარდების დაინტერესებას ისახავს მიზნად და სპორტული აქტივობის გარდა, ცნობილ სპორტსმენებთან შეხვედრებს, შემეცნებით გაკვეთილებს და გასართობ პროგრამებს მოიცავს.

 

რუსთავის ზაფხულის სპორტული აკადემია, მოზარდების უკვე მეორე ნაკადს მასპინძლობს და 29 ივლისს იხურება.

 

ზაფხულის სპორტულ ბანაკში ჩართულ მოზარდებს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ,,სპორტის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელ გიორგი დემეტრაშვილთან ერთად შეხვდა, სიგელები გადასცა და სპორტულ-საგანმანათლებლო მუზეუმი დაათვალიერებინა.