რუსთავში, ,,ოქსიგენ ფესტი“ სლოგანით – ,,ჩაისუნთქე ისტორია“ წელს უკვე მეოთხედ ჩატარდა.
საფესტივალო სივრცე, ტრადიციულად, რუსთავის ცენტრალურ პარკში, ისტორიული ციხის ტერიტორიაზე იყო მოწყობილი.
ფესტივალმა რუსთაველებსა და ქალაქის სტუმრებს, ორი დღის განმავლობაში, 5-6 ივლისს უმასპინძლა.
წელს, ,,ოქსიგენი“ ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოებითა და საზეიმო მიღებით გაიხსნა. გაიმართა ახალგაზრდული გუნდის ,,თუთარჩელას“ კონცერტი.
,,ოქსიგენის“ მეორე დღე სრულად ფესტივალის მუსიკალურ ნაწილს დაეთმო. რუსთაველებისა და ქალაქის სტუმრებისთვის, მუსიკალურმა ჯგუფებმა – ,,ჯეობიტ ფროდაქშენმა“, ,,დესპანმა“ და ,,ოჩოს ქოხმა“ იმღერეს, გაიმართა მურო გაგოშიძის ქორეოგრაფიული შოუ.
,,ოქსიგენი-2025“ ,,ფრანის“ 20 წლის იუბილისადმი მიძღვნილი და ჯგუფ REGGAEON-ის გრანდიოზული კონცერტებით დასრულდა.