შოვში 2023 წლის სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად მემორიალი შენდება

default

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, საქართველოს პარლამენტის წევრ გოჩა ენუქიძესთან და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ პაპუნა მარგველიძესთან ერთად, შოვში ე.წ. „რკინის წყლის“ მიმდებარედ მემორიალის სამშენებლო პროცესს ადგილზე გაეცნო.

მემორიალი 2023 წლის 3 აგვისტოს სტიქიური უბედურების დროს დაღუპულთა ხსოვნის საპატივცემულოდ შენდება. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტით ფინანსდება და მისი დასრულება 2025 წლის აგვისტოშია დაგეგმილი

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაგეგმილი აქვს, სტიქიის შედეგად დაზიანებული, შოვამდე მისასვლელი ორი ხიდის მშენებლობა-რეაბილიტაცია