11 ივლისს,გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 11 ივლისს 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგია შუწყდებათ აბონენტებს მარნეულში რუსთაველის, ვაჟა-ფშაველას, ლერმონტოვის, იაღლუჯის, თბილისის, შ.გურბანოვას, სულხან-საბას, ყურბანოვის, აღმაშენებლის ქუჩებზე.

11:00-დან 18:00 საათამდე – აბონენტებს მარნეულში რუსთაველის, ვაჟა-ფშაველას, ლერმონტოვის, იაღლუჯის, თბილისის, შ.გურბანოვას, სულხან-საბას, ყურბანოვის, აღმაშენებლის ქუჩებზე.

11:00-დან 19:00 საათამდე – აბონენტებს დმანისში 9 აპრილის, წმ. ნინოს, ცურტაველის, თავისუფლების, გოგებაშვილის, 26 მაისის ქუჩებზე. 11:00-დან 12:00 საათამდე და 18:00-დან 19:00 საათამდე – აბონენტებს დმანისში გორგასლის, გამსახურდიას, სიონის, ვახტანგ მეფის, რუსთაველის, თევდორე მღვდლის, ნანა დედოფლის, მუსხელიშვილის, დადიანის, აღორძინების, გაბაშვილის, კოსტავას, ჭავჭავაძის ქუჩებზე.

11:00-დან 13:00 საათამდე – აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში ჭაპალა, რაჭისუბანი, სამტრედო, მწყნეთი, მუხრანა, ნახიდური, ხატისოფელი, სავანეთი, ჭრეში, წიფორი.

12:00-დან 15:00 საათამდე – აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში მუღანლო, სართიჭალა, სიონის უბანი, ახალსოფელი. 16:00-დან 18:30 საათამდე – აბონენტებს სოფლებში ლემშვენიერა, პობედა, რუსთავის აზოტის მ/ტერიტორიაზე.

12:00-დან 18:30 საათამდე – აბონენტებს რუსთავში მე-16 მიკროში, ლეონიძის ქუჩზე, ე.წ. სტამბოლის ბაზრის მ/ტერიტორიაზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.