როგორ მოვიქცეთ ზაფხულის ცხელ დღეებში?- რეკომენდაციები

როგორ მოვიქცეთ ზაფხულის ცხელ დღეებში?

ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები:

 

🔹ოთახები, გაგრილების მიზნით, ხანგრძლივი დროით, გაანიავეთ – ღამით და დილით ადრე, როდესაც გარე ტემპერატურა დაბალია.

 

🔹დღისით, შეამცირეთ სახლში სიცხის შეღწევა. გამორთეთ ხელოვნური განათება და შეზღუდვით გამოიყენეთ ელექტროენერგია.

 

🔹მოერიდეთ გარეთ გასვლას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში.

 

🔹მოერიდეთ მძიმე ფიზიკურ აქტივობას.

 

🔹არ დატოვოთ ბავშვები, ან შინაური ცხოველები გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებებში.

 

🔹მიიღეთ გრილი შხაპი ან აბაზანა.

 

🔹ქუჩაში გასვლისას, ატარეთ ნატურალური მასალის, ღია ფერის, თავისუფალი ტანსაცმელი.

 

🔹მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, რეგულარულად.

 

🔹მოერიდეთ ალკოჰოლს, ზედმეტ კოფეინს და შაქარს.

 

🔹საკვები მიიღეთ ხშირად და მცირე ულუფებით, მოერიდეთ ცილოვან საკვებს.

 

🔹თუ იღებთ მედიკამენტს, ჰკითხეთ მკურნალ ექიმს, რა გავლენა შეიძლება იქონიოს თერმორეგულაციასა და სითხის ბალანსზე.

 

🔹მზით დამწვრობის თავიდან ასარიდებლად, მოერიდეთ მზის პირდაპირ სხივებსა და გარუჯვას.