15 ივლისს,სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ივლისს 10:30-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულში ნარიმანოვის, სამედ ვურგუნის, რუსთაველის, ბერიტაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე;

11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ქოლაგირი, ცურტავი, ტალავერი, ქოლაგირი, მუღანლო და მიმდებარე სოფლებში;

12:30-დან 18:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში შარტავას, ქუთაისის, მე-8 მიკრორაიონის კორპუსების ნაწილს.

სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.