19 და 21 ივლისს,სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 ივლისს 15:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულში რუსთაველის, 26 მაისის, სულხან-საბას, მუსხელიშვილის, ლესელიძის, ჭავჭავაძის და მიმდებარე ქუჩებზე;

21 ივლისს 08:00-დან 08:10 საათამდე და 18:00-დან 18:10 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში ორბეთი, თონეთი, მანგლისი, განთიადი, ბეშთაშენი, ტბეთი და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში კუმისი, თელეთი და მიმდებარე სოფლებში

სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.