31 ივლისს, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 31 ივლისს 02:00-დან 03:00 საათამდე ელექტროენერგია შუწყდებათ აბონენტებს რუსთავში მე-19, მე-17, მე-12, მე-16, მე-11, მე-18, 21-ე მიკრორაიონებში, ტაბიძის, ტურგენევის, პუშკინის, სანაპიროს და მიმდებარე ქუჩებზე.

11:00-დან 15:00 საათამდე – აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში სადახლო, ხულდარა, ზემო სარალი, აზიზკენდი, ბურმა, თაზაქენდი, ალგეთი, ლეჟბადინი, ბაიდარი, პირველი და მეორე ქესალო და მიმდებარე სოფლებში. 11:00-დან 16:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში კასუმლო, არაფლო, ულაშლო, ბეითარაბჩი, ქუშჩი, ახლომახმუდლო, ბაითალო და მიმდებარე სოფლებში.

16:00-დან 19:00 საათამდე – აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ღოუბანი, ვაშლოვანი, ბორბალო, ერტისი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.