გომბორის უღელტეხილზე 25 წლამდე მამაკაცი დაჭრეს

გომბორის უღელტეხილზე 25 წლამდე მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ ღამით, ფოლკლორულ ღონისძიებაზე მოხდა.

 

ერთ-ერთი ვერსიით, ამ დრომდე დაუდგენელმა პირმა ახალგაზრდას ადგილზე დაწყებული კონფლიქტის დროს მიაყენა ჭრილობა და მიიმალა. თუმცა, რამ გამოიწვია მხარეებს შორის დაპირისპირება, უცნობია.

 

დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. ექიმების განმარტებით, მას ცივი იარაღით ღვიძლი აქვს დაზიანებული და მისი მდგომარეობა მძიმეა.

 

ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება