აშშ-სა და რუსეთის ლიდერებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა, შესაძლოა, მომდევნო კვირის დასაწყისში, ევროპაში გაიმართოს, – ინფორმაციას Fox News საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის წყაროების ცნობით, შეხვედრის სავარაუდო ადგილად რომი განიხილება.
„მოლაპარაკებებთან დაკავშირებულმა ორმა წყარომ Fox News-ს განუცხადა, რომ შეხვედრა მომავალი ორშაბათისთვის მზადდება და რომი შეხვედრის ერთ-ერთი შესაძლო ადგილია“, – წერს გამოცემა.
პარალელურად კი, რუსულმა სააგენტო TASS-მა, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ რომი არ იქნება პუტინსა და ტრამპს შორის შეხვედრის ადგილი და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ევროპა შეხვედრის შესაძლო ადგილად განიხილებოდეს.