მამუკა ჩარკვიანი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს

ქართველი მუსიკოსი და კომპოზიტორი, მამუკა ჩარკვიანი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.

მამუკა ჩარკვიანი ქაშვეთის ეკლესიიდან მის მიერ დაწერილი მუსიკისა და აპლოდისმენტების ფონზე გამოასვენეს.

მამუკა ჩარკვიანს დღეს პატივი მიაგეს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, თბილისის მერმა, კახა კალაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, მთავრობის სხვა წევრებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა.

ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი, მამუკა ჩარკვიანი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.