რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული რუსთაველი ჯარისკაცების მემორიალი, დაღუპულ გმირთა ოჯახის წევრებთან ერთად, ყვავილებით შეამკეს რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ხარაბაძემ, რუსთავის დელეგატმა საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილმა, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრებმა და რუსთავის მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლებმა.
2008 წლის აგვისტოს ომში, ექვსი რუსთაველი ჯარისკაცი: კაპრალი ვახტანგ გზირიშვილი, კაპრალი ლევან იოსებიძე, კაპრალი გიორგი ჯავახიშვილი, სერჟანტი კახაბერ თავგორაშვილი. უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძე და სერჟანტი ბესიკ კაპანაძე დაიღუპნენ.
ექვსივე მათგანი, გარდაცვალების შემდეგ, ვახტანგ გორგასლის სახელობის ორდენითაა დაჯილდოებული.