თბილისის შემოვლითი გზის 45-ე კილომეტრზე, რკინიგზის გზაგამტარზე, დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2025 წლის 23 აგვისტოდან 28 სექტემბრის ჩათვლით მოძრაობა რუსთავი–ზაჰესის მიმართულებით ერთ ზოლზე შეიზღუდება
შეზღუდვის პერიოდში, რუსთავი–ზაჰესის მიმართულებით ავტოტრანსპორტი დროებით გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი (ველი)–გაჩიანი–რუსთავისა და გამარჯვება–რუსთავის საავტომობილო გზებზე, საიდანაც სოფელ გამარჯვების ტერიტორიაზე კვლავ დაუკავშირდება თბილისის შემოვლით გზას
ზაჰესი–რუსთავის მიმართულებით მოძრაობა სამუშაოების მიმდინარეობისას პირველ ეტაპზე მარჯვენა, ხოლო მეორე ეტაპზე მარცხენა ზოლზე განხორციელდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტი თხოვს მოსახლეობას იმოქმედონ საგზაო ნიშნების შესაბამისად და დაიცვან უსაფრთხოების წესები