რუსთავში ტექნიკური სტადიონის მშენებლობა სრულდება

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, რუსთავის მერ ნინო ლაცაბიძესთან, პარლამენტში რუსთავის დელეგატ ირაკლი შატაკიშვილთან და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ბექა ურუშაძესთან ერთად, რუსთავში ტექნიკური სტადიონის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი რუსთავში, საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ორი საფეხბურთო მოედნის მშენებლობას ასრულებს.
სამშენებლო სამუშაოებს, საქართველოს მთავრობა 4.9 მილიონ ლარით აფინანსებს.
მშენებლობის ფარგლებში მოეწყო განათებით აღჭურვილი ორი ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი და ტექნიკური ცენტრი, რომელიც სრულად უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი ავეჯითა და მოედნების მოვლისთვის საჭირო ტექნიკით.
კომპლექსში ასევე მოეწყო გასახდელები, სველი წერტილები და სამეურნეო სათავსები.
200 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
ახალი ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს რუსთავსა და რეგიონში, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.