ფრიდრიხ მერცი:„დღეს რუსეთს აქვს შესაძლებლობა, დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას და შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები“

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოუწოდა, სერიოზულად მოეკიდოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინადადებას უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების შესახებ.

„დღეს რუსეთს აქვს შესაძლებლობა, დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას და შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები“, – აღნიშნულია გერმანიის მთავრობის მეთაურის ოფიციალურ განცხადებაში.

მერცის თქმით, დღეს ალასკაში ტრამპსა და პუტინს შორის შეხვედრის მთავარი მიზანი სამიტია, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც დაესწრება.