ივლისის თვითან დღემდე ჩინეთის გუანდუნის პროვინციაში კოღოს მიერ გადამდები ვირუსის 7000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რამაც COVID-19 პანდემიის დროს მოქმედი ზომების მიღება გამოიწვია, – ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მედიის ცნობით, ქალაქ ფოშანში, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა, “ჩიკუნგუნიათი” დაავადებული პაციენტები იძულებულნი არიან, საავადმყოფოში დარჩნენ, სადაც მათი საწოლები კოღოს ბადეებით არის დაცული. მათი გაწერა მხოლოდ უარყოფითი ტესტის შემდეგ ან იზოლაციის ერთკვირიანი ვადის ამოწურვის შემდეგ შეიძლება.
“ჩიკუნგუნიას” ვირუსი ინფიცირებული კოღოს ნაკბენით ვრცელდება და იწვევს ცხელებასა და სახსრების ძლიერ ტკივილს, რაც ზოგჯერ შეიძლება წლების განმავლობაში გაგრძელდეს.