ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 აგვისტოს 11:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ირგანჩაი, ამამლო, ბოსლები, ჯავახი და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში სამება, განთიადი, დარაკოვი, გუნიაკალა, წინწყარო და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში შულავერი და სადახლო;
11:00-დან 12:00 საათამდე და 18:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში კაჩაგანი, აღმამედლო, ტაკალო, ქირაჩ-მუღანლო, მარნეული/კაჩაგანი, ხანჯიგაზლო და მიმდებარე სოფლებში;
11:30-დან 12:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში ღოუბანი, ვაშლოვანი, ბორბალო, ერტისი და მიმდებარე სოფლებში;
11:30-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში ასურეთი, ბორბალო, არხოტი და მიმდებარე სოფლებში.
სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.