ვიეტნამში, ტაიფუნ „ბუალოის“ შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 21 დაკარგულად მიიჩნევა. ტაიფუნს წყალდიდობა მოჰყვა, რამაც ქვეყნის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.
დაზიანდა 240-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი. დაიხურა ცენტრალური აეროპორტები და გაუქმდა ასობით რეისი. ტაიფუნის მოახლოებამდე ვიეტნამის მთავრობამ ქვეყნის მასშტაბით 53 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა.