საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის პლეი-ოფშია

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე მოპოვებული 2 გამარჯვებით ევრობასკეტის პლეი-ოფში გავიდა!

ესპანეთი საბერძნეთთან მარცხით ჯგუფში ჩარჩა, შესაბამისად, ჩვენმა გუნდმა გამსვლელი მე-4 პოზიცია შეინარჩუნა.

ჩვენი გუნდი მერვედფინალში საფრანგეთს შეხვდება. მატჩი 7 სექტემბერს გაიმართება.