სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავა. ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
“დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული წარმატებული ღონისძიების შემდეგ, ჩვენ დამატებით ორი ღონისძიება ჩავატარეთ. პირველი, ჩატარებულ ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე.” – განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.