ელენე ხოშტარია ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაჰყავთ

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაჰყავთ.

 

მანამდე პოლიტიკოსი პოლიციის შენობაში ჰყავდათ გადაყვანილი, სადაც „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრები მივიდნენ.

 

ინფორმაციისთვის, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია დღეს დილით, მის საცხოვრებელ სახლთან დააკავეს.

 

ცნობისთვის, ელენე ხოშტარიამ 14 სექტემბერს, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, მის ბანერს გაუკეთა წარწერა „რუსული ოცნება“. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში მან თავადვე გაავრცელა და განაცხადა, რომ ამ ფორმით სოლიდარობას უცხადებს მეგი დიასამიძეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ სწორედ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე დააკავეს.