რუსთავის ახლადრეაბილიტირებულ ახალგაზრდობის სასახლეში ღია კარის დღე მოეწყო

რუსთავის ახლადრეაბილიტირებულ ახალგაზრდობის სასახლეში ღია კარის დღე მოეწყო.

 

არაფორმალური განათლების ახალ სივრცეში, სასწავლო პროცესი, 1 ოქტომბრიდან დაიწყება და სხვადასხვა პროგრამაზე, 700-მდე რუსთაველი ახალგაზრდა და მოზარდია დარეგისტრირებული.

 

ღია კარის დღეს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი და პარლამენტარი ალექსანდრე დალაქიშვილი დაესწრნენ.

 

ახალგაზრდობის სასახლე რუსთავში, მიმდინარე წლის აპრილში გაიხსნა და საგანმანათლებლოს გარდა, ხატვის, ხატწერის, ჭადრაკის, რობოტიკის, სამსახიობო ოსტატობის, ფოლკლორის, მურო გაგოშიძის ცეკვის ლაბორატორიის- სულ 21 სხვადასხვა კლუბს აერთიანებს.