რუსთავის მედიათეკას 2 წელი შეუსრულდა

რუსთავის მერიის მუნიციპალური რეფორმების ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტს- რუსთავის მედიათეკას 2 წელი შეუსრულდა.
2 წლის შედეგების შემაჯამებელი ღონისძიება სხვადასხვა აქტივობებით და ალექსანდრე ჯეჯელავას საჯარო ლექციით -,,წარმატება 21-ე საუკუნეში” აღინიშნა.
ღონისძიებას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და პარლამენტის წევრი ალექსანდრე დალაქიშვილი დაესწრნენ.
საგანმანათლებლო სივრცემ, რომელიც სპეციალურად ახალგაზრდების კომფორტისთვის შეიქმნა, 2 წელიწადში, 23000 ვიზიტორს და 200-ზე მეტ ახალგაზრდულ შეხვედრას უმასპინძლა.
რუსთავის მედიათეკაში ახალგაზრდებისთვის ელექტრონული ბიბლიოთეკა, მდიდარი წიგნთსაცავი, თანამედროვე და კომფორტული გარემოა შექმნილი.
პროექტი, ნინო ლაცაბიძის ინიციატივით, 2023 წელს განხორციელდა.