რუსთავის ციფრული განვითარების სივრცეში, ხელოვნური ინტელექტის ახალი კურსი გაიხსნა.
პროგრამაში ჩართულ ახალგაზრდებს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი და პარლამენტარი ალექსანდრე დალაქიშვილი შეხვდნენ.
ხელოვნური ინტელექტის ახალი კურსი ინტენსიური პროგრამაა, რომელიც ახალგაზრდებისთვის AI უნარებისა და პრაქტიკული გამოცდილების შეძენას ითვალისწინებს.
რუსთაველი ახალგაზრდები ციფრული განვითარების ცენტრში, თვენახევრის მანძილზე გაეცნობიან ხელოვნური ინტელექტის საფუძვლებს, ისტორიასა და განვითარების ეტაპებს, AI-ის ძირითად მიმართულებებს, ისწავლიან ხელოვნური ინტელექტის მოდელების აგებას და რუსთავის მუნიციპალიტეტთან ერთად, სერვისების ციფრულ ტრანსფორმაციაზე იმუშავებენ.
ხელოვნური ინტელექტის კურსს, პირველ ეტაპზე 35 ახალგაზრდა გაივლის. მონაწილეთა შერჩევა სარეგისტრაციო ბმულის საშუალებით და შემდგომ სამოტივაციო გასაუბრებების შედეგად მოხდა.
ტრენინგის კურსს, მულტიფუნქციური ცენტრის ბაზაზე არსებული Nebula IA hub-ის წარმომადგენლები ჩაატარებენ.
რუსთავში, ციფრული განვითარების მუნიციპალური სივრცე რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის ინიციატივით ივლისში გაიხსნა.
ახალი სივრცე სამ ძირითად მიმართულებას: მუნიციპალური სერვისების ციფრულ ტრანსფორმაციას, სმარტ ქალაქს, საგანმანათლებლო ცენტრს და მომხმარებელზე მორგებულ საერთო სამუშაო ზონებს აერთიანებს.
პროექტი საგანმანათლებლო კომპონენტებს მოიცავს და ახალგაზრდების ცოდნისა და უნარების განვითარებას ისახავს მიზნად.