რუსთავში რაგბის საბავშვო აკადემიის მშენებლობა დაიწყო.
ლომოურის ქუჩაზე, იქ, სადაც წლების წინ, რუსთაველ მორაგბეთა პირველი თაობა ვარჯიშობდა, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატმა ირაკლი შატაკიშვილმა, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრმა ალექსანდრე დალაქიშვილმა და საქართველოს რაგბის ფედერაციის პრეზიდენტმა დავით კაჭარავამ მშენებლობის დაწყების ნიშნად კაფსულა ჩააგდეს.
8000 კვ/მ ფართობის ხელოვნურსაფარიანი მოედნის მშენებლობა, სტადიონის გარდა, ტრიბუნის, დამხმარე ნაგებობების, გასახდელების, საშხაპეების და სამედიცინო ოთახის მოწყობას ითვალისწინებს.
პროექტის მიზანი, რუსთავში ბავშვთა რაგბის განვითარება და რაგბის საბავშვო აკადემიის დაარსებაა.
პროექტის ღირებულება 2 980 225 ლარია და სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.