ტრამპის განცხადებით, ჩარლი კირკის სავარაუდო მკვლელი დაკავებულია

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტის ჩარლი კირკის მკვლელობაში მონაწილე პირი დაკავებულია.

 

„ვფიქრობ, რომ მაღალი ალბათობით, ის უკვე დაკავებულია“, – განაცხადა ტრამპმა.

 

მოგვიანებით მან დასძინა, რომ „შესაძლოა, რამე შეიცვალოს, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, ჩვენ ავიყვანეთ ადამიანი, რომელსაც ვეძებდით“.

 

თეთრი სახლის ლიდერის განცხადებით, დაგეგმილ ეთერში გასვლამდე ხუთი წუთით ადრე მას შეატყობინეს, რომ ვიღაცა დააკავეს.

 

„როგორც ჩანს, მისთვის ახლო ადამიანმა ის გადასცა [პოლიციას]“, – თქვა ტრამპმა.

 

სამართალდამცველებს აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებიათ.