ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა შეკრება დაიწყო. ქართველი ფეხბურთელები ფიფას 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას იწყებენ.
ვილი სანიოლის გუნდი შესარჩევი ეტაპის საწყის ორ ტურში საკუთარ მოედანზე თურქეთისა (4 სექტემბერს) და ბულგარეთის (7 სექტემბერს) ნაკრებებს უმასპინძლებს.