4 სექტემბერს,ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 სექტემბერს 01:00-დან 03:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში კირიხლო, კულარი, არაფლო და მიმდებარე სოფლებში;

10:00-დან 10:30 საათამდე და 18:30-დან 19:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში შევჩენკოს, კლდიაშვილის, თოდრიას, მეგობრობის, თავგორაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე არსებული კორპუსების ნაწილს;

10:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს კლდიაშვილის, თოდრიას, მეგობრობის და მიმდებარე ქუჩებზე არსებული კორპუსების ნაწილს;

11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ირგანჩაი, მამიშლო, საფარლო, გუგუთი და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ვაზიანი, წინუბანი, მარტყოფი, სართიჭალა, ბროწეულა, ნასაგური, დიდი ლილო და მიმდებარე სოფლებში;

13:45-დან 18:30 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში წვერი, დრე, დიდგორი, ღვევი და მიმდებარე სოფლებში.

სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.