საჯარო დაწესებულებებში 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა

საჯარო დაწესებულებებში 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, კონკურსი პირველი სექტემბრიდან დაიწყო და მასში როგორც, საჯარო დაწესებულებები, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალი საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირები ჩაერთვებიან.

სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება დღეიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, სხვადასხვა უწყების მიერ გამოცხადებულ 3 000-მდე კონკურსზე შეუძლიათ.

სტაჟიორად შეიძლება მიღებულ იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე.

შერჩევის კრიტერიუმად განისაზღვრა სტაჟირების მსურველი პირის აკადემიური მოსწრება. კონკურსი ორ ეტაპად წარიმართება.