რუსთავის ციფრული განვითარების სივრცეში, სამეცნიერო კონფერენცია – ,,ახალი ქალაქის დიდი ისტორია’’ გაიმართა

რუსთავის ციფრული განვითარების სივრცეში, სამეცნიერო კონფერენცია – ,,ახალი ქალაქის დიდი ისტორია’’ გაიმართა.

კონფერენციის თემა რუსთავის ციხე-ქალაქზე და სასახლეზე მიმდინარე არქეოლოგიური ექპედიცია იყო.

 

შეხვედრის მონაწილეებმა ექსპედიციის გუნდის წევრებისგან სრული ინფორმაცია მიიღეს რუსთავის ისტორიაში, ყველაზე მასშტაბური არქეოლოგიური პროექტის მიმდინარეობის შესახებ და ყურადღება გაამახვილეს მის მნიშვნელობაზე.

 

კონფერენციას არქეოლოგები, ისტორიკოსები, სოხუმისა და ევროპის უნივერსიტეტების ლექტორები ესწრებოდნენ.

 

რუსთავის ისტორიულ ციხე-ქალაქზე და შუა საუკუნეების სასახლეზე არქეოლოგიური ექსპედიცია, რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის ინიციატივით, მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო.

 

არქეოლოგიური ექსპედიციის პარალელურად, საქართველოს კულტურის სამინისტროში, რუსთავის ციხესიმაგრის კომპლექსის და სასახლის კონსერვაცია-რესტავრაციის პროექტზე მუშაობენ.